ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბავშვთა დაცვის დღე ღია სივრცეში იზეიმეს
02-06-2021
ახალციხის N4 საჯარო სკოლაში 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღია სივრცეში ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ სკოლის მოსწავლეები, რომელებიც სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა თხოვნით მასწავლებლებიც შეუერთდნენ ღონისძიების მსვლელობას და აქტივობებში ჩაებნენ
სკოლის დირექციამ მონაწილეები დააჯილდოვა სიგელებით მათი მიღწევების შესაბამისად. ასევე სკოლამ არც წელს დაარღვია წლების წინ დაწყებული ტრადიცია და მოსწავლეებს ეს ლამაზი დღე მცირედი საჩუქრებით გაულამაზა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია