
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის ჩატარების ინიციატორია ისტორიის მასწავლებელი ოღიდარ ანტონიანი.
გაკვეთილზე ისტორიულ ფაქტები განიხილეს და იმსჯელეს ცნებებზე, როგორიცაა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს ლექსები საქართველოს შესახებ და მოამზადეს ვიდეო მასალა.
ისტორიის გაკვეთილი ნაყოფიერი, შემეცნებითი და საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის. მათთვის უფრო მარტივად დასამახსოვრებელი გახადა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები თუ ფრაგმენტები.
მოუსმინეთ მოსწავლეების მიერ ემოციურად წაკითხულ ლექსებს:
დაათვალიერეთ ფოტოები: