საიმერლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.მოსწავლეებმა ამ დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს, ასევე გაიმართა მხიარული შეჯიბრება. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და დღე გაიხალისეს.
ღონისძიება რეგულაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები