ვალის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
02-06-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა მისალოცი ვიდეორგოლიც ჩაწერეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია, მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია