ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა პირველი ივნისი აღნიშნეს და 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. „1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, სოფლის ექიმმა ლანა ენოქიანმა, როდიონოვკის საჯარო სკოლის სასკოლო ასაკისა და პირველ კლასის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებით გული გაუხალისა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ფოტოები: