ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა 1 ივნისს მოსწავლეებს ნაყინის დღესასწაული მოუწყეს
02-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„ალათუმანის საჯარო სკოლაშიც ჩატარდა ღონისძიებები: სპორტული შეჯიბრებები, ხატვა ფერადი ცარცებით სკოლის შემოსასვლელის ფილაქანზე. დიდხანს ისმოდა გახარებული ბავშვების ყიჟინა. ბოლოს მასწავლებლები ყველას გემრიელი ნაყინით გაუმასპინძლდნენ.

კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში. ყველას გილოცავთ, ბავშვებო, ნათელ, მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203