ნაბახტევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული აქტივობებით აღინიშნა
02-06-2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, გამართეს „მხიარული სტარტები“ დევიზით „ბედნიერი თაობა“.
მრავალფეროვანი აქტივობები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართა.
პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია