თბილისის N90 საჯარო სკოლის ეზოში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახალისო აქტივობები მოეწყო
02-06-2021

თბილისის N90 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მათი მონაწილეობით სკოლის ეზოში ჩატარდა სახალისო აქტივობები, მათ შორის მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო, გაუშვეს ფერადი ბუშტები, ბევრი იმხიარულეს და იხალისეს.

ამავე კლასის ხელმძღვანელები - ირმა სოყურაშვილი, მაკა ხუჭუა და მთვარისა გოგიაშვილი კიდევ ერთხელ ულოცავენ პატარებს ამ დღესასწაულს, მუდამ სილაღეს და სიხალისეს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203