კულიკამის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
02-06-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს ეს დღე მიულოცეს.

პატარებმა საკუთარი ხელის ანაბეჭდებით ფერადი პოსტერი დაამზადეს.

პირველი ივნისი პატარებისთვის სახალისო დღე იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203