„ფერადად მორთულმა გოგო-ბიჭებმა ყვავილებით მოპენტილი საკლასო ოთახიდან გააცილეს დედა ენა“- ჭიათურის N7 სკოლაში ღონისძიება გაიმართა
02-06-2021

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

I კლასის მოსწავლეებმა ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება გამართეს.

„I კლასმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. ფერადად მორთულმა გოგო-ბიჭებმა ყვავილებით მოპენტილი საკლასო ოთახიდან გააცილეს დედა ენა და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ იაკობის ნაბოძები წიგნისგან მიღებულ ცოდნას ცხოვრებისეულ საძირკვლად გამოიყენებდნენ და ეცდებიან რომ სამაგალითო ადამიანები და კარგი მამულიშვილები აღიზარდონ. დამრიგებელმა, ქალბატონმა ნანა გაფრინდაშვილმა, პირველი კლასის დასრულება მიულოცა თავის მერცხლებს და წარმატებები უსურვა ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203