კიზილაჯლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო
02-06-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილაჯლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

„სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთასორისო დღე აღინიშნავად მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები და აჩაატარეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

სკოლის შესასვლელში გამოიფინა ბავშვთა ნამუშევრები შემდეგი ლოზუნგებით: ჩვენ გვინდა მშვიდობა! არ გვინდა ომი! საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები არიან!

ბავშვებმა როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული ლექსები წაიკითხეს და ქართული სიმღერები შეასრულეს ფანდურის თანხლებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203