პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა
02-06-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება მოეწყო.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ამ დღესთან დაკავშირებიით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სომხური ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ოვსანნა ქეთციანი და „მე და საზოგადოების“ პედაგოგი სირან პოდოსიანი. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობაზე და წარმოგვიდგინეს თეატრალური წარმოდგენა წითელქუდა“, - აღნიშნულია სკოლის მიწრ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203