დამიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მთელი წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა ზეიმად აქციეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა „ანბანის ზეიმი“ მოაწყვეს.„მიუხედავად პანდემიისა პირველი კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. მთელი წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება ზეიმად აქციეს და სასწავლო წელი მხიარული ღონისძიებით დააგვირგვინეს.
აქტივობას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასის მასწავლებელი ანნა დარბინიანი. საზეიმო ღონისძიება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: