ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
02-06-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მასწავლებლებმა - რუზანა მურადიანმა და გოარიკ ავანიანმა მოსწავლეებთან ერთად ბავშვებს მიულოცეს ბავშვთა საერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა მოხატეს სკოლის ეზო და სხვადსხვა გარე აქტივობით დაკავდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203