კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა თბილისის 159-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტერორიზმის შესახებ ლექცია ჩაუტარა
22-12-2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა თბილისის 159-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ტერორიზმის შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა.
მომხსნებელმა მსოფლიოს მასშტაბით დიდ ტერორისტულ აქტებსა და სპეცოპერაციებზე ისაუბრა და რამდენიმე ძირითადი ტერმინი განმარტა: ტერორიზმი, როგორც ძალადობის წინასწარ დაგეგმილი, არაიმპულსური აქტი და ვაჰაბიზმი - „საღვთო ომი“ ყველა ურჯულოსა და „გზააცდენილი მუსლიმის“ წინააღმდეგ.
საჯარო ლექციამ სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მთლიანად კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს დოქტორანტების მიერ საჯარო თუ კერძო სკოლებში ჩატარებულმა ლექციებმა, დეკემბრის თვეში სისტემატური სახე მიიღო და ამ ფორმატით უკვე სამი შეხვედრა გაიმართა.