გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზღაპრის გმირები ესტუმრნენ
02-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის პატარები ზღაპრის გმირებმა გაახარეს. სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ეს დღე დაუვიწყარი იქნება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან მათ დრო მხიარულად გაატარეს.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, ლაღ ბავშვობასა და ბედნიერ მომავალს გისურვებთ ჩემო პატარებო!“ - წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203