ბუთურაულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვისა და წმინდა ნინოს ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
02-06-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვისა და წმინდა ნინოს ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.

მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. მათ მრავალფეროვანი აქტივობებით,  ნახატებითა და მუსიკალური ნომრებით გაულამაზეს უმცროს მეგობრებს ეს დღე.

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თეონა ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა ბავშვს ამ დღეს, უსურვებს ბედნიერ მომავალს, ლამაზი დღეების სიმრავლესა და ოცნებებისა და მიზნების ასრულებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203