დოლოგნის საჯარო სკოლაში ბავშვთა საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
02-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.

სკოლაში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები და ნახატები გამოიფინა. ლამაზად მორთული იყო სკოლის ეზოც.

ბავშთა საერთაშორისო დღე ბავშვებმა ერთმანეთს ლექსებით მიულოცეს. დღე ძალიან საინტერესო, სახალისო და  დასამახსოვრებელი გამოდგა.

პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203