ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ტროა „დალაშქრა“
02-06-2021
ჭიათურის N4 საჯარო სკოლა მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში საინტერესო აქტივობები ანებივრებს. მასწავლებლები ცდილობენ ბავშვისთვის სწავლა უფრო სახალისო გახადონ და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ მათ დაინტერესებას.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო მასალის მიხედვით, განახორციელეს საინტერესო პროექტი. პატარებმა ტროა „დალაშქრა“ . მათ ფერადი ფურცლებისგან დაამზადეს სხვადასხვა ფიგურები. ხელმძღვანელია ნათია ჭიღლაძე.
აქტივობა მოსწავლეებისთვის შემეცნებითი, სახალისო და საინტერესო გამოდგა. ამ პროექტის წყალობით, პატარებმა ტროას ისტორია მარტივად დაიმახსოვრეს და ალბათ არც არასოდეს დაივიწყებენ.