„აღმოაჩინე აფხაზეთი“ - აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ლექციას დაესწრნენ
02-06-2021

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის გარდა, გასვლითი აქტივობებითაც ხშირად ანებივრებს. ამ მხრივ გამორჩეული იყო 1 ივნისი. 

„აღმოაჩინე აფხაზეთი“ - აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, 1 ივნისს, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში პირველი ლექცია ჩატარდა. ლექციას ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია გაუძღვა.

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები პროექტში სიხარულით ჩაერთნენ. მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებითა და ემოციით დატვირთულები დაბრუნდნენ ლექციიდან.

„მადლობას ვუხდით ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ასეთი კარგი, დროული და საჭირო პროექტის განხორციელებისათვის“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203