რა სურთ მოსწავლეებს ყველაზე მეტად? - ​ტყემლანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გადაიღეს
02-06-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „ვაჩუქოთ ბავშვებს ფერადი სამყარო“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ვიდეორგოლი გადაიღეს, სადაც ისაუბრეს თუ რა სურთ ყველაზე მეტად. 

მასწავლებლებმა კი მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების დეკლარაციის შესახებ ისაუბრეს და მათი დღე მიულოცეს.

 „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ჩვენო პატარებო, უღრუბლო ცას, ფერად და ლამაზ ბავშვობას გისურვებთ, ბედნიერ საქართველოში გეცხოვროთ!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203