ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ისტორიულ-შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ისტორიულ-შემოქმედებითი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება.
აქტივობას ისტორიის მასწავლებელი თამარ არხოშაშვილი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები