
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ყველა კლასის ხელმძღვანელმა კლასის საათი ჩაატარა.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე უამბეს, შემდეგ კი მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ნონა ივანიძემ მიულოცა. სპორტის მასწავლებელმა ივანე ხაჩატუროვმა კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს „მხიარული სტარტები“ ჩაატარებინა.
დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა: