
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის, ირინა კუტალაძის ხელმძღვანელობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძება გამართეს.
დირექტორმა ია მეფარიშვილმა ასე მიულოცა ბავშვებს ეს დღე:
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მათ სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლიათ.
მთელი გულითა და სულით გილოცავთ დღევანდელ დრეს. მშვიდობა, ღვთის მადლი და წყალობა არასოდეს მოგკლებოდეთ! ლაღ და ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ! გფარავდეთ წმინდა ნინო!!!“
იხილეთ ფოტოები