ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს
02-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს. 

უფროსი კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს - მოსწავლეებმა დაბალკლასელებს საკლასო ოთახებში მისალოცი წერილები დაუტოვეს, ეზოში გამოიყვანეს და მათთან ერთად ეზო ბუშტებით მოხატეს და იხალისეს.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203