ერთ ვიდეოში ჩატეული სასწავლო წელი - თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველკლასელთა დამრიგებლის ანგარიში საზოგადოებას 
02-06-2021
 2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება და ალბათ დადგა დრო, გაკეთდეს შეჯამება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისის N118 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლონდა ლავრინენკოს პრეზენტაცია, რომელმაც მთელი სასწავლო წელი დაიტია და რომელიც ერთგვარი ანგარიშია, თუ რა შედეგებს მიაღწია თავის უსაყვარელს I „ა“ კლასის მოსწავლეებთან ერთად:

„მიმდინარე 2020-2021 სასწავლო წელი თბილისის 118-ე საჯარო სკოლაშიც, ისევე, როგორც სკოლების უმეტესობაში, სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო. მე, როგორც პირველი კლასის მასწავლებელი და დამრიგებელი, ძალიან განვიცდიდი, როგორ უნდა მესწავლებინა წერა-კითხვა ბავშვებისთვის, რომლებსაც ფიზიკურადაც კი არ ვიცნობდი. მაგრამ ბავშვების მონდომებითა და მშობელთა აქტიური ჩართულობის წყალობით, ყველაფერი კარგად და წარმატებით დავასრულეთ. წერა-კითხვასთან და თვლა-ანგარიშთან ერთად, ბევრი სხვა საინტერესო კლასგარეშე აქტივობა, პროექტი და კომპლექსური დავალებაც განვახორციელეთ.

ონლაინ ვიზეიმეთ ახალი წელი. დედიკოებსაც მივულოცეთ დედის დღე. გავიხსენეთ 9 აპრილის გმირები და პირველკლასელების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბრძოლა გამოვუცხადეთ ბარბარიზმებს. ჩვენი პატარა ხელებით დავეხმარეთ დედამიწას ნარჩენებისგან გათავისუფლებაში და საქართველოს მივულოცეთ დამოუკიდებლობის დღე.

ყოველივე ეს, ერთ ლამაზ ფოტოკოლაჟად ავკინძეთ და გილოცავთ 1 ივნისს!“.

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203