ვახანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
02-06-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მოხატეს სკოლის ეზო, მონაწილეობა მიიღეს სხვადსხვა აქტივობაში და აღნიშნული დღე ბედნიერად გაატარეს.

„ბავშვთა ყიჟინა ისმოდა ირგვლივ. სიხარულითა და ბედნიერებით სავსენი იყვნენ მოსწავლეები“, - აღნიშნავს სკოლის დირექცია. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203