ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგმა ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოაწყო
02-06-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში საზეომო ღონისძიება ჩატარდა ინგლისური ენის პედაგოგის, თამარ მაქაცარიას ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია