შრომის საჯარო სკოლაში ქვეყნისა და სკოლისთვის მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
02-06-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ ქვეყნისა და სკოლისთვის მნიშვნელოვან თარიღებს.
20 მაისს დიდი სიყვარულით გააცილეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები სკოლიდან. კურსდამთრავრებულებს კლასის ხელმძღვანელმა ნინო კაკიაშვილმა მიმართა.
„ჩემო საყვარელო 12 კლასელებო: თითქოს ახლა დაირეკა თქვენთვის პირველი ზარი, პირველ კლასში, მაგრამ დრო სწრაფად გარბის, სწრაფად გაიარა თორმეტმა წელმა და ბოლო ზარმაც დაიწკრიალა.
თქვენ ტოვებთ სკოლას და იწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალი ცოდნის შეძენას. მჯერა თქვენს გულში მუდამ იქნება სკოლაში გატარებული ბავშვობის საუკეთესო წლები.
ცხოვრებაში ზოგჯერ სირთულეები შეგხვდებათ, მაგრამ იმედი მაქვს, ყველა სირთულეს გადალახავთ. ახლა უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება თქვენი მომავალი. მე კი მინდა გისურვოთ, თქვენი მიზნების ასრულება, ბედნიერება და ნათელი გამარჯვებებით სავსე ცხოვრება“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი ნინო კაკიაშვილი.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლაში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებაც გამართა. მოსწავლეებმა მრავალფეროვან აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გაიაზრეს საქართველოს უახლესი წარსულის და მომხდარი ფაქტების მნიშნელობა და პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს