„ძალიან მომენატრებით, ჩემო მოჭიკჭიკე მერცხლებო!“-თბილისის N103 სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
02-06-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს. 

I კლასის დამრიგებელი მანანა მუჩიაშვილი მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და არდადეგების დაწყებას ულოცავს:

„ჩემო პატარებო, რა უცებ გავიდა დრო! მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი და მშობლების დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. თქვენ წარმატებით დაამთავრეთ პირველი კლასი და უკვე მეორეკლასელები ხართ! ჩემო კუდრაჭა გოგო-ბიჭებო, გისურვებთ წარმატებულ მომავალს, ულევ სიხარულს და მხიარულ არდადეგებს. ძალიან მომენატრებით, ჩემო მოჭიკჭიკე მერცხლებო!“,- აღნიშნულია პედაგოგის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203