გომის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალისო აქტივობები მიუძღვნეს
02-06-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი სახალისო აქტივობები გაიმართა. აქტივობებში III-IV-V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კლასის დამრიგებლები: მარიეტა ლაზრიშვილი, მანანა ხარაზიშვილი,ნანა დონაძე და თეონა ჭელიძე.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203