ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნათია ტურაშვილი კონკურსში ერთ-ერთ საუკეთესო წერილის ავტორად დასახელდა
02-06-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნათია ტურაშვილი კონკურსის „მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ საუკეთესო წერილის ავტორებს შორის მოხვდა.

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით, აპრილში გამოცხადდა კონკურსი სახელწოდებით - „მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“.

კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინა ბიბლიოთეკების როლი თანამედროვე საზოგადოებაში და კონკურსანტის თვალით დანახული მომავლის ბიბლიოთეკა.

ჟიურიმ სამი საუკეთესო წერილის ავტორი გამოავლინა, მათ შორისაა ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნათია ტურაშვილი.

გამარჯვებული წერილების ავტორებს გადაეცათ დიპლომები, ფასიანი საჩუქრები და ორგანიზაციის მიერ ბრენდირებული ჩანთები და კალმები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203