იანეულის საჯარო სკოლის IV კლასში პროექტის - „შეფასება განვითარებისათვის“ პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა
02-06-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის IV კლასში პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო კალანდაზე ხელმძღვანელობს.

პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი ლია რამიშვილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სკოლებში ახალი პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში ტესტირებები ტარდება.

პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ მიზანია დაეხმაროს დაწყებითი საფეხურის (მე-4, მე-6) მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203