მოხისის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი კიდევ ერთი კლასისთვის დაირეკა
02-06-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი კლასისთვის დაირეკა „ბოლო ზარი“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე სკოლაში მოკრძალებული ღონისძიება გაიმართა.

„მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს პედაგოგებმა და თანასკოლელებმა. შემდეგ კი კლასის დამრიგებელთან, მაია გოჩიაშვილთან ერთად გარდაცვლილი პირველი მასწავლებლები თინა ნოზაძე, ნანა ნასყიდაშვილი, ლენა მაჭარაშვილი გაიხსენეს და მათი საფლავები მოინახულეს. სიკეთის გზით გევლოთ ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, ბედნიერი მომავალი თქვენ და თქვენს თანატოლებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203