ჯვარის N2 სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს
02-06-2021

თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიებაში ჩართული იყო მთელი სკოლა, მოსწავლეები და მასწავლებლები. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203