ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები ფოთის საზღვაო-სასწავლო ცენტრს სტუმრობდნენ
02-06-2021

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზია“ მოსწავლეებს ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის გარდა, გასვლით აქტივობებსაც ხშირად სთავაზობს.

24  მაისს, ფოთის სკოლა-გიმნაზიას მოსწავლეებს ფოთის საზღვაო-სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა. სასწავლებლის თანამშრომლებმა  მოსწავლეებს ცენტრის ტერიტორია და თანამედროვე ლაბორატორიები დაათვალიერებინეს.

„გიმნაზიის“ მოსწავლეებს ასევე გააცნეს საზღვაო განათლების მიღების შესაძლებლობები და სასწავლებლის სასწავლო პროგრამები.

გასვლითი აქტივობა საინტერესო იყო და მოსწავლეები სასწავლებლიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203