„ყოველი დღე ბავშთა დაცვის, ზრუნვის და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს“-ბავშვთა დღესასწაული წონიარისის საჯარო სკოლაში
02-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჟრიამულით და ხალისით აღნიშნეს.

ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, როგორც დაწყებითი, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

სკოლის მოსწავლეებმა, ღია ცის ქვეშ, სკოლის ეზოში გამართეს ცეკვა-სიმღერა. ასევე პატარებმა ღია სივრცეში მოაწყეს თავიანთი ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა.

„არამხოლოდ პირველ ივნისი, არამედ ყოველი ახალი დღე ბავშთა დაცვის, ზრუნვის და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203