„ერთი ცის ქვეშ“ - ხოჯორნის საჯარო სკოლაში მულტიფუნქციური პარკი მოეწყო
02-06-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და ორიგინალური იდეებითაც გამოირჩევიან.

ამის ნათელი მაგალითია, სკოლის მასწავლებლების ინიციატივით, სკოლის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური პარკის მოწყობა. „ერთი ცის ქვეშ“ - ასე ჰქვია პარკს, რომელიც „ორბელიანი საქართველოს“ დაფინანსებით და სკოლის მაძიებელი მასწავლებლის, ქიამრან აფანდიევის ძალისხმევით მოეწყო. იდეა კი კონსულტანტ მასწავლებელს ლალი მარგიანს ეკუთვნის.

„პარკის დანიშნულება მრავალეროვანი კოლექტივის კიდევ უფრო დაახლოება და ურთიერთთანამშრომლობაა. ეს იქნება საინტერესო სივრცე მოსწავლეებისთვის, სადაც შეძლებენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203