
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა მუდამ ზრუნავს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე. ეს კამპანია, რომ პრაქტიკულ შედეგებზეც გადის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული მიღწევებიც მოწმობს.
ამჯერად, თხილნარის N2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ წარმატებულ სპორტსმენზე, ძიუდოისტ ანუკი ბერიძე გიამბობთ.
თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ანუკი ბერიძემ წარმატებით იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატზე - ძიუდო გოგონები, რომელიც 2004-2006 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა. ანუკი ბერიძე 40 კილოგრამით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
სკოლის ადმინისტრაცია, პედკოლექტივი და თანაკლასელები ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და შემდეგ ტურნირებში წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: