
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში, მასწავლებლები მოსწავლეებზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და სახალისო აქტივობებით ხშირად ანებივრებენ. სკოლა ასევე გამორჩეულია მნიშვნელოვანი თარიღების საინტერესოდ აღნიშვნითაც.
გამონაკლისი არც 1 ივნისი იყო. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება VII-ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს. მოსწავლეებმა ბავშვის უფლებებზე ისაუბრეს, მიმოიხილეს მნიშვნელოვანი ფაქტები. ასევე შესრულდა მუსიკალური ნომრებიც. აქტივობის ორგანიზატორია მასწავლებელი მაკა მალავნიშვილი.
ღონისძიების გარდა, სკოლაში ამავე კლასის მოსწავლის, სოფო ილდიზის ნამუშევრები გამოფინეს. პატარა მხატვრის ნამუშევრებმა მნახველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
იხილეთ ფოტოები: