ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის დღეს, სასწავლო პროცესი განსაკუთრებული მხიარულებითა და ჟრიამულით წარიმართა
02-06-2021

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განსაკუთრებული მხიარულებითა და ჟრიამულით წარიმართა.

ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება. სკოლის ეზოში მოეწყო მუსიკის წარმატებული პედაგოგის, ნუკრი კარკაძის ჰიმნის პრემიერის პრეზენტაცია სიმღერის სახელწოდება „ბავშვობა“, რომელიც მუსიკოსმა სპეციალურად ბავშვთა დაცვის დღეს მიუძღვნა.

პედაგოგმა თინათინ გულეიშვილმა ბავშვთა დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო გაკვეთილი ჩაატარა, მოსწავლეებს გააცნო ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და ესაუბრა ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეები მოკალათდნენ პუფებში და დაწერეს ესეები ბავშვთა უფლებებზე.

ისტორიის გაკვეთილზე სვეტლანა კახიანმა მე-9 კლასში ისაუბრა ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე, შეასრულეს საინტერესო ნახატები თემაზე „რა არის ბავშვის თვალით დანახული ბედნიერება“.

ხელოვნების გაკვეთილებზე, პედაგოგ ნინო ზირაქაძის ხელმძღვანელობით მოიხატა სკოლის ეზო, მოსწავლეებმა მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა, დაამზადეს სურვილების ყუთი, რომელშიც ბავშვებმა მოათავსეს საკუთარი სურვილები. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოიხატეს სახეები სხვადასხვა გამოსახულებით.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებს ბავშვთა დღეს და უსუსრვებენ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203