ლედგებეს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერათაშორისო დღე აღნიშნეს
02-06-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერათაშორისო დღე, რეგულაციების დაცვით, აღნიშნეს.
„მოსწავლეებმა პანდემიის ფონზე მცირედ აღნიშნეს ბავშვთა დღე, რამაც გააბედნიერა და გაახალისა თითოეული მოსწავლე თუ მასწავლებელი. ისინი ყველა ბავშვს ულოცავენ დღევანდელ დღეს და უსურვებენ ჯანმრთელ ლაღ და ბედნიერ მომავალს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია