ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
02-06-2021
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს.
„1 ივნისს, ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით; ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის სრული შემადგენლობა. ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ქების სიგელებითა და დიპლომებით.
სკოლის სახელით ყველა ბავშვს ვულოცავთ ამ დღეს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია