ჩალაუბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
02-06-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნეს.

„1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩალაუბნის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნანა კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა სხვადასხვა სახალისო აქტვობებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203