ჭარნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
02-06-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
„1 ივნისი ზაფხულის პირველ დღესავით ნათელი და თბილი არსებების დღეა. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისათვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა.
ჭარნალის საჯარო სკოლაში პანდემიიდან გამომდინარე, მოკრძალებული ღონისძიება ჩატარდა. თუმცა აღსანიშნავია, ის რომ ბავშთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია. გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ლაღ, ღიმილიან მომავალს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია