ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
02-06-2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

„2021 წლის 15 აპრილს, განხორციელდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების საცნობარო ჩარჩოს (RFCDC) მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც COVID-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო ჩატარდა ონლაინ ფორმატში. რომელსაც მასპინძლობდა ტექნიკურად გერმანია ქალაქ მაინციდან.                                      

ეს კონფერენცია ორგანიზებული იყო გერმანიის მინისტრთა კომიტეტის  თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროსაბჭოს და Pädagogisches Landesinstitut Rheinland-Pfalz– ის თანამშრომლობით. პროექტს წარმოადგენენ Interreg-VA-SESAM'GR.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ევროპის კულტურული კონვენციის მონაწილე 50 ქვეყანა და მათ შორის საქართველოდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლა.

ამავდროულად, ეს კონფერენცია აერთიანებს ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო პოლიტიკის მრჩეველთა ქსელს (EPAN), რომელიც ყოველწლიურად ორჯერ მაინც იკრიბება. ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო მრჩეველთა ქსელი (EPAN), შედგება ევროპის კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. კონფერენციაში მონაწილეობდნენ EPAN– ის წამყვანი ექსპერტები, გერმანიის ფედერაციის პოლიტიკის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203