ყვავილების დღესასწაული მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში
02-06-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ყვავილების დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს ეს დღე - დამსწრეებს გააცნეს ზოგიერთი ყვავილის წარმოშობის ისტორია, ასევე ის ლეგენდები და თქმულებები, რომლებიც ტიტას, იასამანსა და ვარდს უკავშირდება.
31 მაისს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ყვავილების ფესტივალი ტარდება.