ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნატო თურმანიძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სადამრიგებლო საათი მიუძღვნა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელმა ნატო თურმანიძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სადამრიგებლო საათი მიუძღვნა.პედაგოგი მოსწავლეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ესაუბრა ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესახებ.
მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები და მოხატეს სკოლის ეზო.
„მიხარია ჩემს პატარებს მხიარულს და ბედნიერს რომ ვხედავ“, - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები