
„22 აპრილი დედამიწის დღეა“ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს.
მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები, პოსტერები და საინფორმაციო ბუკლეტები. ასევე ისაუბრეს დედამიწის დღის მნიშვნელობაზე, „დედამიწის გასაჭირზე“, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, მოუწოდეს გარშემომყოფებს, რომ უნდა გაუფრთხილდნენ დედამიწას, გარემოს.
„ამ ღონისძიებით მოსწავლეებს კიდევ უფრო აუმაღლდათ ცნობიერება გარემოს დაცვის მიზნით, რასაც მომავალშიც გაითვალისწინებენ და გამოიყენებენ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები