ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პეტრას ციხეს ესტუმრნენ
02-06-2021
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაახლებულ პეტრას ციხეს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა აღნიშნული ტერიტორიის შესახებ ისტორიული ინფორმაცია მოისმინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პეტრას ციხე ისტორიული ციხე-ქალაქია აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული. ციხე-ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ქობულეთიდან 9 კმ-ზე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია